უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად, ასეთი ვერ გახდები კომიტეტის ჩუქებით და სახელის დარქმევით — ბესელია კილაძეზე
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების პათოს მის ყოფილ თანაგუნდელ სოფო კილაძესთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა ის 52 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს მიმართეს, კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ.
"არასამთავრობოებს პათოსი აქვთ სრულიად სამართლიანად იმიტომ, რომ უფლებადამცველი თუ არა ხარ შინაგანად და თუ არა გაქვს მგრძნობელობა, რა არის დამიანის უფლებების დაცვა, ასეთი ვერ გახდები; როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც უფრო სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას", — განაცხადა მან.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთო კახიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, პარლამენტარიზმის სირცხვილია. ასე გამოეხმაურა ის 52 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს მიმართეს, კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ.
"არაფერი საერთო ქალბატონ სოფიოსა და ადამიანის უფლებებს არ აქვთ. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონო სოფო ყოველთვის, როცა იყო კონფლიქტი ადამიანის უფლებასა და სუს-ის ან პროკურატურის ინტერესებს შორის, იდგა ძალოვანი სტრუქტურების და არა ადამიანების უფლებების მხარეს. ის არის უმცირესობების პრობლემებისადმი არასათანადოდ ლოიალური", — განუცხადა კახიძემ მთავარ არხს.
ივნისის ბოლოს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძე წარადგინა. განცხადების ხელმომწერი არასამთვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მოთხოვნით, კონკურსი უნდა იყოს ღია, კანდიდატებთან ჩატარდეს საჯარო გასაუბრება და ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, სოფო კილაძე საზოგადოებისგან ფარულად შეირჩა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ორგანიზაციები ასევე გამოყოფენ სოფო კილაძის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას:
"სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს".
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შერჩევის დროს და ახლაც ის პარლამენტის დეპუტატია, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამოუკიდებელი კანდიდატია.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები