შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახორციელებდა. სამძებრო სამუშაოებისთვის 20 ივნისს ზაჰესის დამბა გახსნეს და ჟინვალჰესის დამბა დაკეტეს, რამაც მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა გამოიწვია, რათა სამძებრო სამუშაოები იქ გაგრძელებულიყო.

ოჯახმა უწყებას ფეხბურთელ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შეატყობინა.