აქცია დაახლოებით 8-ის ნახევრისთვის დაიწყო, თუმცა რუსთაველზე ორგანიზატორები გაცილებით ადრე გამოჩნდნენ — პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე სტენდი მოაწყვეს, სადაც აქციის მონაწილეებისთვის პირბადეები, სადეზინფექციო სითხე, ანტიოკუპაციური სტიკერები, გულსაბნევები და რაც მთავარია, უსაფრთხოების წესების ბუკლეტები გააკრეს.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

პარალელურად, სხვებმა სოციალური დისტანციის უზრუნველყოფაზე იზრუნეს და გზაზე სტიკერები დაამაგრეს, რომელზეც აქციის მონაწილეები უნდა დამდგარიყვნენ. თუმცა, სტიკერები არამხოლოდ ამისთვის იყო განკუთვნილი და საპროტესტო მესიჯს ატარებდა, მათზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ხალხის რაოდენობა 7 საათისთვის გაიზარდა. ორგანიზატორები მათ მოუწოდებდნენ ადგილები სტიკერებზე დაეკავებინათ. თავდაპირველად, დისტანციის კონტროლი გართულდა, თუმცა მალევე მთელს გამზირზე პუტინის სახეები ბოტასებმა და კედებმა დაფარა.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

აქციაზე შეკრებილების აბსოლუტური უმრავლესობა ერთი წლის წინაც აქ იდგა. ჩვენთან საუბარში ისინი იხსენებდნენ, როგორ განვითარდა მოვლენები გავრილოვის ღამეს და ამბობდნენ, რომ სწორედ ამის გამო იყვნენ დღეს, იმავე ადგილას, იმავე პრობლემებით.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ტრადიციულად, მრავალფეროვანი იყო სპიკერების არჩევანიც. აქციის მონაწილეებს მიმართავდნენ აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. გამომსვლელებს შორის იყო მაკო გომური, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ იმავე ადგილას თვალი დაკარგა. როგორც მან აღნიშნა, 1 წლის შემდეგაც ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე, რატომ ესროლეს.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

"ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან და როგორც 1 წლის უკან ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის და ან იმ შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი", — თქვა მან.

სიტყვით გამოვიდა ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარიაც, რომელმაც შარშან დროშაშემოხვეულმა წაართვა სკამი რუს დეპუტატ გავრილოვს. დღეს მან გავრილოვის განცხადებას უპასუხა, რომელმაც პროპაგანდისტულ ვიდეოში ბოდიშის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

"მინდა მივმართო გავრილოვს, კადიროვს და პუტინს — ბოდიშის მოხდა კი არა, მოგიწევთ დაჩოქება ჩვენი ქვეყნის წინაშე", — თქვა ხოშტარიამ 20 ივნისის წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც შეკრებილებს უთხრა, რომ ასეთი ხელისუფლება ჩვენს ერს და საზოგადოებას "არ ეკადრება".

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

"ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი; ხელისუფლება, რომელიც მერე პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული; ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი", — თქვა ექსპრეზიდენტმა.

ამ განცხადებების გარდა, აქციაზე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზეც ისაუბრეს. აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა მალხაზ რეხვიაშვილმა შეკრებილებს მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე უამბო და 26 ივნისს ბათუმში დაგეგმილ აქციაზე მხარდაჭერა სთხოვა.

აქცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დასასრულს ორგანიზატორებმა შეკრებილებს პლაკატები დაურიგეს წარწერით — "შევხვდებით აქციაზე". ეს მესიჯი აქციის მონაწილეებმა მმართველ გუნდს გაუგზავნეს, სადაც აცხადებდნენ, რომ დღესაც "200 ნაცი" შეიკრიბებოდა.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე


ბოლოს, ტრადიციულად, აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს და ცაში ფერადი კვამლი გაუშვეს.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

შეკრებლებს უყურადღებოდ არც მწვანე ღობე დაუტოვებიათ, რომლითაც მათი პროტესტის მთავარი კერა იყო შემოსაზღვრული. მწვანე ღობეზე წითელი ლენტები მიაკრეს, რომელიც შარშანდელი ზაფხულის აქციების სიმბოლოა. ასევე, გაშალეს ბანერი წარწერით: "საქართველოს მომავლის 0% ოკუპირებულია რუსეთის მიერ".

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე