როგორ წარადგინა შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები ოპოზიციიდან
დღეს ოპოზიციის ერთობამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები დაასახელა. 8 ოლქიდან 6-ის კანდიდატი უკვე ცნობილია, დარჩენილ ორი კი, სავარაუდოდ, არაპარტიული იქნება. ამ თემაზე ოპოზიციაში კონსულტაციები გრძელდება.
კანდიდატები შალვა ნათელაშვილმა წარადგინა, რომლის პარტიის ოფისშიც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
"როდესაც დავით აღმაშენებელმა ამირასაგან გაათავისუფლა თბილისი, შემდგომ დამთავრდა არაბთა ბატონობაც და მერე შეიქმნა დიდი საქართველო. დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიისგან და არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისიდან მაჟორიტარის ქსელებით ისევ შემოვიდნენ ხელისუფლებაში ის ავადსახსენებელი სახეები", — თქვა ნათელაშვილმა და კანდიდატები წარადგინა, რომელთა შორის ერთი თვითონაა.
ელენე ხოშტარია
"ყველას გახსოვთ 20 ივნისის დღეები და ღამეც, და რა თქმა უნდა, ყველას გახსოვთ, საქართველოს დროშაშემოხვეული ქალბატონი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რომელმაც პრაქტიკულად გააძევა ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი გავრილოვი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა თავის დროზე. ეს გახლავთ ქალბატონი ელენე ხოშტარია, ის ვაკეში იყრის კენჭს და დარწმუნებული ვარ, რომ მხარდაჭერა გარანტირებული ექნება საზოგადოების".
ნიკა მელია
"ერთადერთი პოლიტიკოსი დედამიწაზე, რომელიც ხელისუფლებამ ელექტრო სამაჯურით ატარა, დასაჯა, დეპუტატობა წაართვა და პასუხისგებაში მისცა. ამ პიროვნებამ აჩვენა თავისი მამულიშვილობა მთელს ქვეყანას და მსოფლიოს. ეს გახლავთ ბატონი ნიკა მელია, რომელიც გლდანში იყრის კენჭს. ვიცი, რომ ჩემი გლდანელები აქაც იტყვიან ისტორიულ სიტყვას".
გიორგი ვაშაძე
"ყველა ვამაყობთ რეფორმებით, რომლებიც საქართველოში გატარდა, მართლაც სანიმუშო რეფორმებით, განსაკუთრებით, იუსტიციის სფერო და ის, რაც დაკავშირებულია ამ პროცედურებთან, რაც თავის დროზე გახლდათ პრობლემა, პასპორტის აღებიდან დაწყებული, ყველა სხვა ცნობით დამთავრებული. ეს პრობლემა ჯერ კიდევ დარჩა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამ რეფორმების ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი გახლავთ გიორგი ვაშაძე, რომელიც ისანში იყრის კენჭს მაჟორიტარად. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ მისდამი მხარდაჭერას, სწორედ ასეთი რეფორმატორი ლიდერები სჭირდება დღეს საქართველოს".
ლევან ხაბეიშვილი
"როდესაც მე ბატონ ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა, ისეთი მებრძოლი კაცია, მგონია 301-ე არაგველი. მე არაგველებიდან ვარ და წარმოდგენებს იქედან ვაკეთებ. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია ეს ახალგაზრდა ლიდერი და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალია სამგორის რაიონში".
შალვა შავგულიძე
"მე რომ ვცხოვრობდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მიუხედავად გადაწყვეტილებების და საერთო კანდიდატების, ხმას მივცემდი ისეთ უფლებადამცველს, ისეთ იურისტს, ისეთ დახვეწილ ინტელექტუალსა და ინტელიგენტს, როგორიც ბატონი შალვა შავგულიძე გახლავთ, ჩემი სეხნია. ვფიქრობ, ჩემი მთაწმინდა და კრწანისი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად".
შალვა ნათელაშვილი
"თქვენი მონა მორჩილი ბრუნდება თავის სამშობლოში, თავის პოლიტიკურ აკვანში — ნაძალადევის რაიონში. სწორედ ნაძალადეველთა უდიდესი დამსახურებაა ის, რომ 30 წელია ლეიბორისტულია პარტია არსებობს, როგორც ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მე სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მქონდა და მადლობას ვეუბნები კოლეგებს, რომ მხარი დამიჭირეს".
დღეს წარდგენილი კანდიდატები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ნაციონალური მოძრაობა — 2
- ევროპული საქართველო — 1
- თავისუფალი დემოკრატები — 1
- ახალი საქართველო — 1
- ლეიბორისტული პარტია — 1
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები