პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე თევა საღორეს ჰგავს, ამიტომ იქ გოჭი გაასეირნა. შესაბამისი ვიდეო ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა.

"აქაურობა რამდენიმე თვეა დაამსგავსეს საღორეს. ხოდა რავიცი, რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, რაც ჭავჭავაძეს დაახარჯეს. ამიტომ მოვიყვანე იმის შესაფერისი ცხოველი, რასაც დაამსგავსეს და ერთობა", — თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გოჟს ვაკის პარკის საპატივსაცემოდ მისი სახელი დაარქვა.

ივნისის თვეში ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობის სქემა კიდევ ერთხელ შეიცვალა. გამზირი პირველად რეაბილიტაციის გამო 2019 წლის 29 მაისს გადაიკეტა. ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.