დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის პასუხად აცხადებს, რომ მასთან სატელეფონო საუბარი საერთოდ არ ახსენდება. ამ თემაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისუაბრა.

ჯანეზაშვილმა იგივე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებაში ყოფნის პერდში, ჩუგოშვილი პირადად რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით და სთხოვა გაჩუმებულიყო.

"მე სატელეფონო საუბარი მემგონი საერთოდ არ მქონია, არ მახსენდება საერთო მქონოდა სატელეფონო საუბარი, არ ვიცი თუ ვერ ვიხსენებ რაღაცას და ვცდები. ერთმანეთს შევხვდით რამდნეიმე შეხვედრაზე, რომელსაც სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, ეს იყო მეოთხე ტალღის პროექტის განხილვა თუ არ მეშლება. [...] ძალიან იშვიათად გვქონდა მე და მას ურთიერთობა, ზუსტად იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენელი იყო და მე პოლიტიკოსი, ამიტომ მაქსიმალურად თავს ვიკავდები და თვითონ უფრო ცდილობდა აქტიურ კომუნიკაციას", — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილს და მისი საუბრები შეხვედრაზე მხოლოდ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და უკეთესი მართლმსაჯულების შემქნას ეხებოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილმა, ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და და სთხოვდა გაჩუმებულიყო. მისი თქმით, ჩუგოშვილი ამბობდა, რომ არ მოსწონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ხმაური". ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუბრის დროს დეპუტატმა უთხრა, რომ იმ ხალხის კრიტიკა, ვინც საბჭოს წევრად აირჩია უხერხული იყო.