დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებით გაკვირვებულია. მისი თქმით, ფიქრობდა, რომ ჯანეზაშვილი პოლიტიკური გავლენების ქვეშ არ მოექცეოდა. ამ თემაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"გამიკვირდა, გაოგნებული ვუსმენდი. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მე ძალიან დიდი როლი მაქვს შესრულებული იმაში, რომ ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთადერთი მიზეზი მქონდა, რის გამოც მას მხარს ვუჭერდი — მეგონა, რომ ის არ მოექცეოდა პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ახლა რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა, რომ შევცდი თავსი დროზე მის შეფასებაში", — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატის თქმით, ჯანეზაშვილთა იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა, რადგან ის დამოუკიდებელი ორგანოს წევრი იყო, თავად კი პოლიტიკოსი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილმა, ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და და სთხოვდა გაჩუმებულიყო. მისი თქმით, ჩუგოშვილი ამბობდა, რომ არ მოსწონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ხმაური". ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუბრის დროს დეპუტატმა უთხრა, რომ იმ ხალხის კრიტიკა, ვინც საბჭოს წევრად აირჩია უხერხული იყო.