კორონავირუსის გავრცელებამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა, რის გამოც უახლოეს მომავალში კინოსა თუ სატელევიზიო ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად, ალბათ, სწორედ ამ თემაზე შექმნილ პროდუქციას ვიხილავთ.

ერთ-ერთი პირველი კი HBO იქნება, რომელიც პანდემიის თემატიკით ახალ კომედიაზე მუშაობს და მისი სახელწოდება Coastal Elites იქნება. ამ პროექტის სცენარი კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავებული პოლიტიკური საკითხების ირგვლივ შეიქმნა.

რაც მთავარია, მასში ისეთი ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან American Horror Story-ის ვარსკვლავი სარა პოლსონი, სერიალ Unbelievable-ის მსახიობი კეიტლინ დევერი და ცნობილი მომღერალი ბეტი მიდლერი.

HBO-ს ამ ამბიციური პროექტის შექმნაზე Addams Family Values-ის სცენარისტთან, პოლ რუდნიკთან ერთად Bombshell-ის რეჟისორი, ჯეი როუჩი მუშაობს.

Coastal Elites-ის პრემიერა სექტემბერშია დაგეგმილი.