კრისტენ სტიუარტი ახალ ფილმში პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს
ცნობილი ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი ახალ ბიოგრაფიულ დრამაში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ბევრისთვის საყვარელი წევრის, პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს.
ფილმის სახელწოდება იქნება Spencer და მას ჩილელი რეჟისორი პაბლო ლარაინი გადაიღებს. მომავალი კინოსურათი ერთ უქმეებზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, როცა პრინცესა დაიანა თავისი ქორწინების წარუმატებლობაზე დაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ პრინც ჩარლზს გაშორდეს.
"ყველანი, ყოველ შემთხვევაში ჩემს თაობაში მაინც, ზღაპრებით გავიზარდეთ. ასეთ ისტორიებში ჩვეულებრივ ჩნდება პრინცი და პოულობს პრინცესას, შემდეგ კი სთხოვს, რომ მისი ცოლი გახდეს და მოულოდნელად პრინცესაც დედოფლად გვევლინება. აი, ეს არის ზღაპარი. მაგრამ თუ დედოფალი გადაწყეტს, რომ დედოფლობა აღარ უნდა და იტყვის, რომ ურჩევნია დამოუკიდებლად იყოს, ეს ყველაფერს ცვლის და ზღაპრულ ისტორიას მთლიანად აყირავებს... სწორედ ეს იქნება ამ ფილმის მთავარი ღერძიც", — აღნიშნა ინტერვიუში ფილმის რეჟისორმა, პაბლო ლარაინმა.
რეჟისორმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გააკეთა არჩევანი კრისტენ სტიუარტზე: მისი აზრით, ეს 30 წლის მსახიობი ერთდროულად თავისი მისტიკურობითა და სინაზით იდეალური არჩევანია — "ვფიქრობ, ის რაღაც გასაოცარსა და დამაინტრიგებელს შემოგვთავაზებს ამ ფილმში. მას აქვს ეს განსაკუთრებული ნიჭი".
კრისტენ სტიუარტს მაყურებლების უმეტესობა 2008-2012 წლებში ბინდის სახელით ცნობილი ფილმების სერიაში შესრულებული როლით იცნობენ. მას შემდეგ ის ასევე გამოჩნდა ისეთ გახმაურებულ კინოსურათებში, როგორებიცაა ვუდი ალენის Café Society, რიჩარდ გლეტცერის Still Alice და ოლივერ ასაიასის Personal Shopper.
პრინცესა დაიანას შესახებ დაგეგმილი მომავალი ფილმის რეჟისორს, პაბლო ლარაინს კი მაყურებლები ყველაზე მეტად 2016 წელს გამოსული ფილმით Jackie იცნობენ, რომელშიც ნატალი პორტმანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ცოლის, ჟაკლინ კენედის როლის შესრულებით ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა.
უელსის პრინცესა დაიანა სპენსერმა პრინც ჩარლზზე 1981 წელს იქორწინა. ისინი 1992 წელს ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, 1996 წელს კი განქორწინდნენ. ამ ფაქტიდან ერთ წელში კი ლედი დი პარიზში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მომავალი ფილმი Spencer კი, რომელზე მუშაობა 2021 წელს დაიწყება, გარდაცვალებამდე ამ ცნობილი ისტორიული ფიგურის გონებასა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ეკრანზე გაცოცხლებას შეეცდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები