ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნდა.

სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალათ. ამასთან, იურიდიულ სამსახურს დაევალა, რომ ობიექტების მონაცემების განათლების სამინისტროს ვებგვერდზე ასახვისთვის შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს.