პარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, დღეს პლენარულ სხდომაზე და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე 4 ახალი დეპუტატის დამატების საკითხზე იმსჯელებენ.

მას შემდეგ, რაც პროპორციული სიით არჩეულმა უმრავლესობის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილმა, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ მუშაობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძეს, მათ მაგივრად პარლამენტს შეუერთდებიან გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე.

საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა, მის ადგილს გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გუგული მაღრაძე განათლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.