საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ოქტომბერში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,5 პროცენტი შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

საქსტატის თქმით, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

ცხრილის მიხედვით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბრის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შემცირებულია.

ფოტო: საქსტატი