პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყალბი პირადობების დამზადების საქმის გამოძიება შეწყვიტა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საქმის გამოძიება შეწყვიტა. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა.
2018 წელს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ყალბი პირადობები იბეჭდებოდა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაკითხეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის კვირაში, უწყების ერთ-ერთ შენობაში გაიმართა სპეციალური თათბირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით.
"გამოკითხულთა მტკიცებით, სწორედ თათბირზე გაიცა თითქოს დავალება, დამზადებულიყო ყალბი პირადობის მოწმობები. ასევე აცხადებდნენ, რომ ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტოები ერთი პირის იქნებოდა. მათი ინფორმაციითვე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ცესკოსთვის უნდა მიეწოდებინა ამომრჩეველთა განახლებული სია, სადაც ასახული იქნებოდა ყალბი მონაცემები", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე მივლინებით ინდონეზიაში იყო, რაც საზღვრის კვეთით დასტურდება. ამასთან, თათბირში მონაწილეობა უარყვეს თვითონ სააგენტოს თავმჯდომარემ, ამავე სამსახურის აუდიტის სამსახურის უფროსმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა.
"საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, იდენტიფიცირებულ ბაზებში არსებული მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები და ბიომეტრიული ფოტოსურათები ელექტრონულად, ფოტოსურათების უნიკალური პარამეტრების, ე.წ. ჰეშების დონეზე შედარდა ერთმანეთს. სია შედგებოდა 3 558 437 მოქალაქის მონაცემისგან. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოქალაქის პერსონალურ მონაცემს და ბიომეტრიულ ფოტოსურათს, როგორც ელექტრონულად არსებულ ფაილს, პროგრამულად გააჩნიათ საკუთარი უნიკალური იდენტიფიკატორები, ე.წ. ჰეშ კოდები, რომლებიც არ მეორდება, ისევე როგორც არ შეიძლება გამეორდეს ადამიანის თითის ანაბეჭდი. ასევე პროგრამულად გამოირიცხა ერთი და იგივე პირის ფოტოსურათის მრავალჯერ გამოყენება სხვადასხვა სახელსა და გვარზე", — განმარტავენ პროკურატურაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ, რომ სავარაუდოდ წალენჯიხასა და გარდაბანში მზადდებოდა ყალბი არაელექტრონული, ძველი პირადობის მოწმობები. საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ ამ პერიოდში წალენჯიხასა და გარდაბანში ელექტრონული პირადობის მოწმობა არ გაცემულა.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები