თბილისსა და ბათუმში Drive-In კინოთეატრები გაიხსნება
კინომოყვარულებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი გვაქვს: მართალია, ქართული კინოთეატრები პანდემიის გამო ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში ვერ ანახლებენ მუშაობას, თუმცა მალე მაყურებლებს საქართველოს ორ დიდ ქალაქში Drive-In კინოთეატრებით სარგებლობა შეეძლებათ.
კინოთეატრების ქსელი კავეა უახლოეს მომავალში აპირებს, რომ თბილისში ერთდროულად ორი ე.წ. Drive-In, იგივე ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინოთეატრი გახსნას.
როგორც On.ge-სთან საუბარში კავეას საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დაადასტურა, ერთი კინოთეატრი ლისის ტბის მიმდებარედ ახალ იპოდრომზე მოეწყობა.
"მალე, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე კავეას ქსელი მანქანებისთვის კინოთეატრს გახსნის და მაყურებელი უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა თემატურ ღონიძიებებს იხილავს", — აცხადებენ კავეაში.
რაც შეეხება მეორე კინოთეატრის მდებარეობას, ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაასაჯაროებენ, თუმცა, როგორც ქართული ონლაინგამოცემა ნეტგაზეთი წერს, მეორე კინოთეატრი იუსტიციის სახლის პარკინგზე მოეწყობა.
Drive-In კინოთეატრი ივლისის დასაწყისში გაიხსნება და მაყურებელს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მინიმუმ 200 ავტომობილით მაინც შეეძლება, რომ კინოსეანსებს დაესწროს. ასევე ცალკე სივრცე ექნებათ სხვა ტრანსპორტით მისულ სტუმრებსაც (მაგალითად, სკუტერებითა და მოტოციკლებით).
კინოჩვენებები საღამოს რვა საათის შემდეგ მოეწყობა და დიდი ალბათობით, დღეში ორი სეანსი გაიმართება. ჩვენებაზე დასწრების ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
თბილისელ მაყურებელთან ერთად მალე ბათუმელ კინომანებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ფილმებს Drive-In კინოთეატრში უყურონ: ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის ცნობით, ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგზე მოეწყობა კინოთეატრი, სადაც მაყურებლებს ახალ მსოფლიო პრემიერებთან ერთად საყვარელი კინოსურათების ხილვა შეეძლებათ.
შესაბამისად, მალე ნამდვილ კინომოყვარულებს დიდ ეკრანზე ფილმების ხილვა უსაფრთხოების წესების დაცვით საკუთარი ავტომობილებიდანაც შეეძლებათ.
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები