საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო წერილს ავრცელებს, რომლითაც რუსეთის საპატრიარქოს მიმართავს და ამბობს, რომ რუსული მხარე პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. საქართველოს საპატრიარქოს წერილს ხელს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე აწერს.

როგორც წერილში ვკითხულობთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველებზე სულიერ მზურნველობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს და ამიტომ, რუსული მხარის მიერ ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი, სრულიად მიუღებელია. მათივე ინფორმაციით, რუსული მხარე ქართველებისათვის პირველი წირვის ჩატარებას 20 ივნისს გეგმავს.

როგორც საპატრიარქოს წერილშია აღნიშნული, "სათანადო კომუნიკაციის არქონის" შედეგია და იმედოვნებენ, რომ ეს "გაუგებრობა" დროულად აღმოიფხვრება და ორმხრივ ურთიერთობებში "დაბრკოლების" მიზეზი არ გახდება.