ქეით ბლანშეტი, რობერტ დე ნირო, ენ ჰეთეუეი და ოსკარ აიზეკი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ
თუ კორონავირუსის პანდემიის პირობებში კინოინდუსტრია შეძლებს, რომ ფილმების წარმოება კვლავ აღადგინოს, მაშინ მაყურებლებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ ლოდინი ვარსკვლავური შემადგენლობით ახალი ფილმის ნახვამდე: ქეით ბლანშეტი, რობერტ დე ნირო, ენ ჰეთეუეი და ოსკარ აიზეკი ერთად მიიღებენ მონაწილეობას მომავალ პროექტში.
ფილმის რეჟისორი ჯეიმს გრეია, რომელმაც გასულ წელს ბრედ პიტის მონაწილეობით Ad Astra გამოუშვა. ახალ კინოსურათს Armageddon Time ერქმევა და ის რეჟისორის ბიოგრაფიული ელემენტებით რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროინდელ ამერიკას გააცოცხლებს.
როგორც თავად ჯეიმს გრეი აცხადებს, მას სურს, რომ Ad Astra-სგან სრულიად განსხვავებული ფილმი გადაიღოს:
"ყოველი ფილმი, რომელსაც იღებ, ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ახლა ვცდილობ, ჩემ მიერ ბოლოს გადაღებული ფილმის მასშტაბურობის, სიმარტოვისა და ბნელი სიცარიელისგან რადიკალურად განსხვავებული რამ გავაკეთო. ძალიან მსურს, რომ რაღაც მთლიანად ადამიანებზე, მათ ემოციებსა და ერთმანეთს შორის ურთიერთობებზე შევქმნა ისე, რომ ეს ყველაფერი სითბოთი და სინაზით იყოს სავსე".
ჯეიმს გრეიმ აღნიშნა, რომ მისი შემდეგი ფილმი პოლიტიკური და ისტორიული თემატიკის იქნება, რომელიც რეჟისორის ბავშვობის დროინდელი მოგონებებით 80-იანი წლების ამერიკაში მუშათა კლასის ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
აღსანიშნავია, რომ რობერტ დე ნირომ და ენ ჰეთეუეიმ აქამდე ერთად ითამაშეს 2015 წელს გამოსულ კომედიურ დრამაში The Intern. დე ნირო ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ასევე იღებს მონაწილეობას მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში Killers of the Flower Moon, რომლის შექმნაზეც მუშაობა ამჟამად პანდემიის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ქეით ბლანშეტს, ვიცით, რომ მას ასევე ვიხილავთ ცნობილი ვიდეოთამაშის Borderlands ეკრანიზაციასა და გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში Nightmare Alley. ხოლო ოსკარ აიზეკს წესით ამ წლის ბოლომდე ვიხილავთ დენის ვილნევის მაღალი მოლოდინების მქონე სამეცნიერო ფანტასტიკაში Dune.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები