მთავრობისგან სათანადო რეაგირების ვითხოვთ — მედიაკოალიცია გაბუნიას საქმეზე
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გიორგი გაბუნიას საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავს და საქმეზე სათანადო რეაგირების მოითხოვს. კოალიციის თქმით, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.
მათი თქმით, ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყვანის სიტყვები ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გააპროტესტეს. რუსთავი 2-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".
ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა", — აცხადებენ კოალიციაში.
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
კომენტარები