გამოკითხვაზე მიქელაძის დაბარების მიზანი შესაძლოა, ჩვენი მუშაობის შემოწმება იყოს — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, გამოსაკითხად ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის დაბარებას შესაძლოა მუშაობის შემოწმების შინაარსი ჰქონდეს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფების ლიდერებს უნდა მიემართებოდეს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. EMC აცხადებს, რომ გამოძიება არაპირდაპირ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს.
"საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ პროცესში სუს-ი დაინტერესებული იყო იმ ზიანითა და სტრესით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა შოვინისტური და მტრული ენისა და რიტორიკის გამო მიიღეს. ამ პირობებში გაჩნდა განცდა, რომ გამოძიება ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს სამოქალაქო აქტივისტებისა და შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, რაც უსამართლო და პრობლემურია", — აღნიშნულია განცხადებაში.
EMC აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო პრობლემური ხდება იმ ფონზე, როცა ჩანს ხელისუფლების აშკარა სამართლებრივ ლოიალობას ულტრა-კონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ. ორგანიზაცია განმარტავს, რომ მათი მუშაობის პრინციპი სოლიდარობას, მშვიდობასა და დემოკრატიას ემყარება და ცდილობენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის სამართლიანი გარემოს მშენებლობას.
"ჩვენი მუშაობის მიზნების, პოლიტიკის კრიტიკისა და იდეალების გაზიარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიმდინარე გამოძიების პროცესში ასევე არ იქნება პრობლემა და არც გამოკითხვის ამგვარი პრაქტიკა მოახდენს რაიმე გავლენას ჩვენი მუშაობის სულისკვეთებაზე, სიცოცხლისუნარიანობასა და მასშტაბზე. თუმცა, ბუნდოვანი მიზნების, კონტექსტისა და არაგამჭვირვალე პროცედურით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვა მის საქმიანობასთან ირიბად დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის გამოვლინებაა და პრობლემურად მიგვაჩნია", — აღნიშნულია განცხადებაში.
"მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა:
- საჯაროდ დააზუსტოს თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება;
- არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა;
მთავრობამ:
- შექმნას დემოკრატიული სადისკუსიო სივრცე ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის და ის ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ინკლუზიის იდეებისა და პრინციპების განუხრელ დაცვასა და პატივისცემას დააფუძნოს;
- გაიაზროს არადომინატურ ეთნიკურ ჯგუფებში მიმდინარე უნიკალური დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესები და შექმნას ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის მყარი დაინსტიტუციონალიზებული ფორმატები;
- გაიაზროს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოთავსების პრობლემურობა და შეცვალოს აღნიშნული წესი.
სახალხო დამცველმა:
- გასწიოს სუს-შიმიმდინარე გამოძიების პროცესზე მონიტორინგი და საკუთარი შეფასებები დროულად გაუზიარეს საზოგადოებას".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები