სირცხვილიას აქტივისტები 20 ივნისის ერთი წლის თავთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში წარწერებს — "გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს", აკეთებენ. აქტივისტებთან ერთად ქუჩებში მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათ ქალაქის იერსახეს დამახინჯებას ედავებიან და რამდენიმე მათგანი დააჯარიმეს. თუმცა, აქტივისტებმა ჯარიმის ოქმები არ ჩაიბარეს.

ფოტო: სირცხვილია

ფოტო: სირცხვილია

ფოტო: სირცხვილია

ფოტო: სირცხვილია