საქართველოს საქმე უკრაინამ გადმოუგზავნა, აქ ეს "დიდი ლობის პროვოკაციად" ჩათვალეს — გვარამია გაბუნიაზე
მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციაზე გამოძიება თავდაპირველად უკრაინულმა მხარემ დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც საქმე გადმოგვცეს, ქართულმა მხარემ ის "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
გვარამიას თქმით, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, შარშან მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. მისი თქმით, ეს ყველაფერი რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთიდან იმართებოდა.
"თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენ იმთავითვე გავაძლიერეთ მისი დაცვა თავის დროზე, რამდენიმეჯერ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა გაბუნიაზე, მაგრამ არ დაგიმალავთ, ვიფიქრეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რადგან ყველა ჩვენს წამყვან სახეს უთვალთვალებს ხელისუფლება ჩემით დაწყებული გაბუნიათი გაგრძელებული და სხვებით", — თქვა ნიკა გვარამიამ.
მთავარი არხის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში გამოძიება საქართველოსთვის შეუტყობინებლად მიმდინარეობდა, რადგან საქართველო არ არის სანდო პარტნიორი და ეჭვი არსებობდა, რომ რუსეთის მოქალაქეზე ქვეყნიდან ინფორმაცია გაჟონავდა.
"კორონა პანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცავებს. ჩვენი წაყაროები საქართველოში უკვე აქედან გვაწვდიან ინფორმაციას, კიდევ უფრო ძლიერდება ბატონი გიორგი გაბუნიას დაცვა ამის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიიღო სერიოზულად, იმთავითვე გეტყვით, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად, მიუხედავად ამისა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, ეს მისასალმებელია, ჩვენ ესეც შევამჩნიეთ", — თქვა ნიკა გვარამიამ.
დღეს, 15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამ თემაზე მან ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები