7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლია
თუ ლანჩზე წვნიანის ნაცვლად ბურგერს მიირთმევთ, ბოსტნეულის ნაცვლად კი - ფრის, მაშინ დიდი შანსია, თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები აკლდეს.
ვიტამინების ნაკლებობა ყველაზე ხშირად გადაღლილობის სახით ვლინდება, თუმცა ეს შეიძლება სტრესსა და გრაფიკს დააბრალოთ და მხედველობაში არც მიიღოთ. გარდა ამისა, არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომელთა დაკავშირება ვიტამინების ნაკლებობასთან არც ისე ადვილია.
კუნთების ტკივილი
თუ კუნთები ხშირად გტკივათ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს სხეულს ვიტამინი D აკლია. ამ ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. გარდა კუნთების ტკივილისა, ეს ვიტამინი ძვლებსა და კბილებზეც არის პასუხისმგებელი.
ორგანიზმში ვიტამინი D დეფიციტის შესავსებად აუცილებელია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები - ხაჭო, არაჟანი, მაწონი. პრობლემის გადაჭრაში თქვენს რაციონში თევზის ჩამატებაც დაგეხმარებათ, ასევე - მზეზე სეირნობა.
ფეხების დაბუჟება
სიარულისას ფეხების დაბუჟების შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა, ბალანსის დაცვის სირთულე B12-ის ნაკლებობის ნიშნებია. სწორედ მისი დეფიციტი იწვევს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის ნორმალური კომუნიკაციის დაქვეითებას, რაც ზემოთაღნიშნული სიმპტომების სახით ვლინდება.
იმისათვის, რომ საჭირო რაოდენობის B12 მიიღოთ, უნდა იკვებოთ მრავალფეროვანი ცხოველური საკვებით: თევზით, ქათმის ხორცით და რძის პროდუქტებით.
ცუდი მხედველობა ღამით
თუ ღამით გადაადგილებას ერიდებთ, რადგან საგნების გარჩევა გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ მხედველობის პრობლემა ხშირად A ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული.
ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, კიტრი, სალათის ფურცელი და მწვანილი. ასევე შეგიძლიათ მენიუში ხშირად შეიტანოთ სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და კვერცხი.
შენელებული რეფლექსები
თუ ატყობთ, რომ თქვენი რეფლექსები შენელდა, მაგალითად, გიჭირთ გადმოგდებული ბურთის დაჭერა, მანქანის დამუხრუჭება საჭირო დროს და სწრაფი რეაგირება იმპულსებზე, აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ E-ს. ისევე როგორც B12, E ვიტამინიც აუცილებელია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინ E-ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ხორბალი და მასზე დამზადებული საკვები პროდუქტები, ასევე კვერცხი, მაიონეზი, ხორცი, თხილი და ავოკადო.
ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება
თუ ჭრილობები დიდხანს და რთულად გიხორცდებათ, ვიტამინი C გაკლიათ. ამ ვიტამინის გარეშე თქვენს ორგანიზმს უჭირს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, რაც თავის მხრივ ზრდის რისკს, რომ ხელმეორედ დაინფიცირდეთ.
ყველამ იცის, რომ ვიტამინ C-ს ციტრუსები შეიცავს. გარდა ამისა, ხშირად მიირთვით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, სალათის ფურცლები და მწვანილი.
დეპრესიულობა
ვიტამინების ნაკლებობა არცთუ იშვიათად ხასიათზეც აისახება. თუ განწყობა ხშირად გეცვლებათ, შეიძლება ვიტამინმა B1 გადაჭრას თქვენი პრობლემა. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას, მისი ნაკლებობა კი იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ყველაზე ხშირად ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ალკოჰოლზე, ან ანორექსია სჭირთ.
B1-ით მდიდარია ცხოველური საკვები, თეთრი და წითელი ხორცი, ღვიძლი, ასევე ბოსტნეული: ბარდა, ლობიო და ხორბალი.
უსიამოვნო სუნი
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში გარდა სხვა მიზეზებისა, შეიძლება ვიტამინი B3-ის ნაკლებობის ბრალიც იყოს. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ღვიძლის ფუნქციის აღდგენასა და მომნელებელი სისტემის მუშაობას.
B3-ის საჭირო რაოდენობით მისაღებად აუცილებელია მიირთვათ: ხორცი, თევზი, მზესუმზირა, ბოსტნეული და ჭარხალი.
რა თქმა უნდა, სანამ საკუთარ თავს დიაგნოზს დაუსვამდეთ, აუცილებელია სპეციალისტს გაესაუბროთ. თუ თქვენ ზემოთჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, პირველ რიგში, მიმართეთ ექიმს. ვიტამინების ბალანსის აღდგენა და თქვენი გამოჯანმრთელება საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი დაბალანსებული კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები