მაშინ, როდესაც ყველას დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა მოგვიწია, ორმაგად აქტუალური გახდა ციფრული სერვისები და ონლაინ შოპინგი. ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც უკვე ორი წელია მომსახურების გაციფრულებას წარმატებით ახერხებს, პირველი ქართული ნეობანკი სფეისია. სხვადასხვა ყოველდღიურ საბანკო სერვისებთან ერთად, 2019 წლის დეკემბრიდან სფეისმა პირველი სრულად ციფრული განვადებაც დანერგა. სულ რაღაც 6 თვეში, სფეისით უკვე ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიაში შოპინგია შესაძლებელი.

როგორ ხდება განვადების 1-დან 5 წუთამდე დამტკიცება, როგორ შეიცვალა მომხმარებლების ქცევა ბოლო სამ თვეში და როგორ მოერგო სფეისი ახალ გამოწვევებს, ამაზე რუსკა ქურდოვანიძეს (product owner სფეისში) ვესაუბრეთ.

ფოტო: სფეისი

"იქიდან გამომდინარე, რომ სფეისი პირველი დღიდანვე სრულად ციფრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, ჩვენ ახალ რეალობაზე მორგება არ დაგვჭირვებია. ჩვენ გვაქვს სამთვიანი ეფექტური 0%-იანი შეთავაზება, რომლის დროსაც ნივთში იხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და ამ ღირებულებას უბრალოდ სამ ნაწილად ყოფთ. ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დიდი არჩევანი მიგვეცა სფეისელებისთვის, ამიტომ დავამატეთ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ონლაინ მაღაზია, ამ ეტაპზე უკვე 60-ზე მეტი პარტნიორი გვყავს", — ამბობს რუსკა ქურდოვანიძე.

ბოლო სამი თვის მანძილზე, სფეის განვადების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, გარდა სამთვიანი შეთავაზებისა, სტანდარტული პირობებითაც ბევრი სარგებლობდა. ყველაზე პოპულარულ ნივთებს შორის კომპიუტერული ტექნიკა და სათამაშო კონსოლი ლიდერობენ, თუმცა ასევე საინტერესოა, რომ გაიზარდა მოთხოვნა ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ტრენაჟორი და ორთქლის საწმენდი აპარატი. როგორც ჩანს, თვითიზოლაციის პერიოდში ფიზიკური ფორმისა და სახლში სისუფთავის შენარჩუნების საჭიროება აისახება ჩვენი ყიდვის ქცევაზეც.

რა არის სფეის განვადების მთავარი უპირატესობა?

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრწაფი და მარტივი პროცესი, როდესაც უბრალოდ სახლიდან გაუსვლელად, ირჩევ ნივთს და მაქსიმუმ 5 წუთში განვადება გიმტკიცდება და ნივთი შენია. გარდა ამისა, ჩვენი ზოგადი მიდგომაა სფეისში, რომ არ გვაქვს არანაირი დაფარული და ზედმეტი საკომისიოები. განვადების შემთხვევაშიც, არ გვაქვს არც გაცემის, არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო. თუ ხვდებით, რომ სამ თვეში ვერ ახერხებთ ნივთის ღირებულების დაფარვას, სტანდარტულ გრაფიკზე გადასვლაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, მინიმალური შენატანის გადახდით.

მუდმივად ვცდილობთ, პარტნიორებთან ერთად საინტერესო აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ სფეისელებს. ამისთვის, რა თქმა უნდა მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლების უკუკავშირს და სურვილებს, რომ შეთავაზებები სწორედ მათ მოთხოვნას მოვარგოთ და არა პირიქით", — აცხადებს რუსკა.

თუ ჯერ არ ხართ სფეისის მომხმარებელი, შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია და შეაფასოთ სრულად ციფრული ბანკის სერვისები.

გადმოწერე iOS-ზე

გადმოწერე Android-ზე