საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პირბადის ტარების წესი, რომლის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით დაჯარიმდება.

თუმცა, დაშვებულია გამონაკლისებიც და მათ შორის არიან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. მათთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ამ წესის შემუშავებამდე კონსულტაციები გაიარეს სპეციალისტებთან.

გარდა ამისა, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, ასევე, შშმ პირებისთვის. კიდევ ერთი გამონაკლისი წესდება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალზე, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურების.

რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც პირბადის ტარება გამონაკლისების გარდა აუცილებელია, ესენია კერძო და საჯარო უწყებები, საერთო სარგებლობის ლიფტები, მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა: