შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთში, ვანში სექსუალური შევიწროების საქმეზე კაცი 300 ლარით დააჯარიმეს. ვანის რაიონულ სამმართველოს დაზარალებულმა ქალმა მიმართა. უწყება აცხადებს, რომ იგი მეზობლად მცხოვრები კაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ მიუთითებდა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამრღვევმა პირმა ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ქალისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და კაცი სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166¹ მუხლის პირველი ნაწილით.