საქართველოს რკინიგზამ დღეიდან, 15 ივნისიდან მგზავრთა გადაყვანა განაახლა. რკინიგზაში ამბობენ, რომ კომპანია მგაზვრებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით გადაიყვანს. როგორც რკინიგზის მგზავრთა გადაყავნის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია ამბობს, თუ მგზავრს ტემპერატურა აღმოაჩნდება, იგი მატარებლით ვეღარ იმგზავრებს.

"ჩვენმა მატარებლებმა შესაბამისი რევიზია გაიარა კონდიცირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მატარებლებს ჰაერის ნაკადის 60% გარედან შემოაქვს, რაც შესაბამისმა სამსახურებმა საკმარისად ჩათვალეს იმისთვის, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი გავრცელების რისკი", — განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, მგზავრობა პირბადის გარეშე დაუშვებელი იქნება და პირს გადაადგილების პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ აქვს.