დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს შეზღუდვების გაძლიერების საფუძველი არ არის. როგორც მან რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, საჭიროა მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვა.

"ჩვენ კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით ცივ შემოდგომაზე, ანუ აცივებისას. ახლა ვფიქრობ, ეს უფრო დაკავშირებულია შემსუბუქების პოლიტიკასთან, რომელიც პროგნოზირებადი იყო, ამიტომ სიფრთხილე", — აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპისთვის სულ გამოვლენილია კორონავირუსის 864 შემთხვევა, რომელთაგან 703 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, 13 ივნისს ვირუსის შედეგად მე-14 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. 68 წლის პაციენტი 4 აპრილიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 70 დღე მკურნალობდა.

"სეფსისის ცენტრიდან გამოიყვანეს, სადაც კოვიდინფიცირებაზე ჰქონდა დასმული დიაგნოზი. შედეგად განვითარებული იყო მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისას პაციენტი კრიტიკული იყო. სამწუხაროდ, ვერ ხდებოდა ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, რადგან დაზიანების ინდექსი იყო მაქსიმალური", — განაცხადა ლევან რატიანმა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: