ახალციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულია ორი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. უწყებაში ავარიის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასწრაფოს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

On.ge ცდილობს, დამატებითი ინფორმაცია სასწრაფო დახმარების პრესსამსახურისგან მიიღოს.