აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აბასთუმნის მიმდებარედ მობილიზებული იყო 65 მეხანძრე-მაშველი.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა თერმული დრონის საშუალებით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში 13 ივნისს, დღის 2 საათისთვის შევიდა. საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები