სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი ამბობს, რომ საკუთარი მანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ამაზე ის ფეისბუქის გვერდზე წერს, სადაც ასევე ხსნის, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტოროსიანის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამსახურში მიდიოდა და სახაროვის მოედნიდან ვარდანაცის ქუჩაზე შევიდა.

"ბავშვი დაუყოვნებლივ წავიყვანე საავადმყოფოში. მას ყველანაირი კვლევა ჩაუტარდა და მხოლოდ მარჯვენა ხელზე აქვს ნაიარევი. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", — წერს არსენ ტოროსიანი და აღნიშნავს, რომ ინციდენტის შესახებ პოლიციასაც აცნობა.