როგორც წესი, სერიალებში პერსონაჟები "ცუდ" და "კარგ" გმირებად იყოფიან, რომელთან სწორედ ერთ-ერთს უნდა უგულშემატკივროს მაყურებელმა, თუმცა ყველაზე საინტერესოები ხშირად ის პერსონაჟები უფრო არიან, რომლებიც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იცვლებიან და მაყურებელსაც აოცებენ.

ამის გამო ისინი, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად ავიწყდებათ ხოლმე.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ ცნობილ პერსონაჟს გავიხსენებთ, რომლებიც თავდაპირველად არც არავის მოსწონდა, ბოლოს კი მრავალი გულშემატკივრის გული მოიგო.

1. ჯეიმი ლანისტერი Game of Thrones-დან

ფოტო: HBO

მაყურებელმა ეს პერსონაჟი თავიდანვე თავისი სასტიკი და ცივსისხლიანი ბუნებით გაიცნო, თუმცა ყოველ შემდეგ სეზონში თვალს ვადევნებდით, თუ როგორ იცვლებოდა ის, რამაც ჯეიმი ლანისტერი საბოლოოდ ბევრის ფავორიტ გმირად აქცია.

2. სოიერი Lost-დან

ფოტო: ABC

ვიღაცებს ის პირველად დანახვისთანავე შეუყვარდათ, მაგრამ რამდენიმე სეზონის შემდეგ სოიერის უჩვეულო იუმორისა და ერთგულების დაფასება მის მიმართ ყველაზე ცუდად განწყობილმა მაყურებლებმაც კი შეძლეს.

3. ტიფანი დოგეტი Orange Is The New Black-დან

ფოტო: Netflix

ტიფანი თავდაპირველად რასისტი, ჰომოფობი და ფანატიკოსი მორწმუნე იყო, რომელსაც ვერავინ იტანდა, თუმცა მალევე ნამდვილი რელიგიური სასწაულივით დაუჯერებელი ფერისცვალება განიცადა.

4. სტივ ჰარინგტონი Stranger Things-დან

ფოტო: Netflix

Stranger Things-ის პირველ სეზონში სტივ ჰარინგტონი პარალელური სამყაროს ურჩხულებზე უფრო მომაბეზრებელი პერსონაჟი იყო ბევრისთვის. აი, შემდეგ სეზონებში კი ყველას დაუმტკიცა, რომ შოუს სხვა მთავარ მოქმედ პირებზე არანაკლები სუპერგმირია.

5. რენატა კლაინი Big Little Lies-დან

ფოტო: HBO

რიზ უიზერსპუნის, ნიკოლ კიდმანისა და შეილი ვუდლის გმირების გვერდით ლორა დერნის პერსონაჟი თავიდან ლამის სერიალის მთავარი ანტაგონისტი იყო, თუმცა მალე ის მონტერეის ხუთეულის ნაწილი გახდა და ყველამ სულ სხვა თვალი შეხედა მის შეუპოვრობასა და ახირებულ ხასიათს.

6. ალექს კარევი Grey's Anatomy-დან

ფოტო: ABC

თავისი ეგოისტობისა და უხეშობის გამო ალექს კარევი თავიდან ბევრს აღიზიანებდა, მაგრამ ბოლო სეზონებში მის მიმართ მაყურებლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

7. სერენა The Handmaid's Tale-დან

ფოტო: Hulu

ბევრისთვის სერენა კვლავ სერიალის ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტია, თუმცა მაყურებლების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დაიწყო მისი გაგება, როცა დედობრივი სიყვარულის გამო რადიკალური და მისთვის უჩვეულოდ სარისკო გადაწყვეტილებები მიიღო.

8. ადამი Sex Education-დან

ფოტო: Netflix

რთულია, ნეტფლიქსის ამ თინეიჯერულ დრამაში ვინმე არ გიყვარდეს, თუმცა ადამ გროფი თავისი ძალადობრივი ხასიათის გამო თავიდან ყველას სძულდა. როგორც კი მან საკუთარი შეცდომების გაანალიზება დაიწყო და ერიკის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა, მაყურებლებიც უფრო მეტი სიმპათიით განეწყვნენ მის მიმართ.

9. ქუინი Glee-დან

ფოტო: F

ქუინ ფაბრე თავიდან ის პერსონაჟი იყო, რომლის პროტოტიპიც ყველას შეგვხვედრია რეალურ ცხოვრებაში და ყველა ჩვენგანს თანაბრად ეზიზღება "ის". ამის მიუხედავად, რაიან მერფიმ ამ პერსონაჟის განვითარების ისეთი გზა გვაჩვენა, რომ Glee-ის ყველა გულშემატკივარს მთელი გულით შეუყვარდა იგი.

10. დვაითი The Office-დან

ფოტო: NBC

თავისი უხეში ხასიათის გამო მაყურებლების დიდ ნაწილს ის თავიდან აღიზიანებდა, თუმცა ბოლოსკენ უკვე ამ სიტკომის ნამდვილ გმირად იქცა.

11. დანიელა Sense8-დან

ფოტო: Netflix

მიუხედავად იმისა, რომ დანიალა პირველად ყველას საოცრად მომაბეზრებელი ტიპი ეგონა, მალევე განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული სხვა მთავარი გმირების გვერდიდათაც კი დამსახურებულად დაიკავა მაყურებლის ფავორიტი პერსონაჟის ადგილი.

12. და ბოლოს: ზუკო Avatar the Last Airbender-დან

ფოტო: Netflix

ზუკო საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ რადიკალურად და ამავდროულად ბუნებრივად შეიძლება შეიცვალოს პერსონაჟი უკეთესობისაკენ.