უმრავლესობის წევრი, სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ ჯარს თავდაცვის მინისტრად "პოლიტიკური მაღალმძიმეწონოსნის", ირაკლი ღარიბაშვილის მისვლა დაეტყო. მისი თქმით, ღარიბაშვილმა ჯარი უფრო "პრესტიჟული" გახადა. ამის შესახებ მან პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრის საათის ფორმატში ყოფნისას განაცხადა.

"დაეტყო ჩვენს თავდაცვის სამინისტროს, ჩვენს ჯარს პოლიტიკური მაღალმძიმეწონოსნის მისვლა და მე დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატებული საქმიანობა კიდევ უფრო მეტ პრესტიჟს მატებს ჩვენს ჯარს. დიდი მადლობა ამისათვის", — განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

დღეს პარლამენტში მინისტრი საათის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.