ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ ბავშვებში "პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასთან" დაკავშირებით იფიქროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში მოტივაცია ამაღლდეს.

"ბევრი რამ კეთდება, რომ მოტივაცია ამაღლდეს შეიარაღებული ძალების. თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ბავშვებში ვიმუშავოთ უფრო მეტი იმისთვის, რომ ამაღლდეს მოტივაცია, ერთი მხრივ, ბავშვებს გაუჩნდეს მოტივაცია სამხედრო სამსახურის და მეორე მხრივ, ზოგადად, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების ქვეყანაში, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალში კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი", — განაცხადა კილაძემ.

დღეს პარლამენტში მინისტრი საათის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.