ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვების დასმის ღირსად არ თვლიან, მაგრამ სანაძლეო დადეს, რამდენჯერ ახსენებს ის "ბატონ ბიძინას". ამ თემაზე მან მთავარ არხთან ისაუბრა.

"დღევანდელ მოსმენას არ დავესწრებით, სისტემაში არის კორუფცია ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაში. მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ ჩვენც არ ვთვლით მას შეკითხვების ღირსად, ერთადერთი ჩვენ დავდეთ სანაძლეო, რამდენჯერ ახსენებს "ბატონ ბიძინას" — თქვა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის ვარაუდით, ღარიბაშვილი "ბატონ ბიძინას" 7-ჯერ ახსენებს. გოცირიძემ თქვა, რომ დაითვლიან და დაელოდებიან ვისი პროგნოზი გამართლდება.

პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრის საათის ფორმატში მისვლას ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ დაესწრებიან. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებენ. ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პარლამენტში დღეს,12 ივნისს, პირველად წარდგება.