სილამაზის ცენტრი FLAMINGO მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: ესთეტიკური კოსმეტოლოგია, გასახდომი პროცედურები, მანიკური, პედიკური, ვიზაჟი და თმის მოვლა. ფლამინგოში პროცედურების დროს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქცია გამოიყენება.

FLAMINGO-ს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონადაა დაყოფილი. ინტერიერი არტ-დეკოსა და მოდერნის ფიუჟენია, ექსტერიერს კი ქართველი მხატვრის George Gamez გრაფიტი — ფლამინგო ამშვენებს.

ფოტო: Flamingo

"ფლამინგოს იდეა დედასთან ერთად დამებადა რომელმაც 60 წლის ასაკში გადაწყვიტა ახალი საქმე დაეწყო და ახალი გამოწვევებისთვის ეთქვა "კი". დიზაინშიც აქტიურად იყო ჩართული და ჩემი მოტივაციის ძირითადი წყაროა დღესაც. გვინდოდა ისეთი ადგილი შეგვექმნა, სადაც ჩვენ და ჩვენს მეგობრებს საკუთარი სილამაზის სივრცე გვექნებოდა. ფლამინგოში პროდუქციის ხარისხი მთავარ როლს თამაშობს, თუმცა არანაკლები როლი აქვს მეგობრულ გარემოს, რომელზეც გავაკეთეთ აქცენტი", — გვიყვება ნანკა კიკალია, ფლამინგოს თანამდაფუძნებელი.

ის ამბობს, რომ ნებისმიერმა ბიზნესმა, განსაკუთრებით ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციის ფარგლებში, საკუთარი განმასხვავებელი ნიშანი უნდა იპოვოს. "წინ დიდი გზაა გასავლელი, ვინაიდან პანდემიამ ყველა ბიზნესს დაასვა დაღი, თუმცა, როდესაც გიყვარს საქმე რომელსაც აკეთებ და ძალებს არ იშურებ ამისთვის, მთელი სამყაროს თანადგომას იგრძნობ", — აღნიშნავს ნანკა.

ფოტო: Flamingo

მომსახურების დიდი ასორტიმენტი, ყველა კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა და მათ სურვილებზე მაქსიმალურად მორგება, ექსკლუზიურობის შეგრძნება, მუდმივად მომღიმარი და კეთილგანწყობილი ფლამინგოს გოგოები — სილამაზის ცენტრის განმასხვავებელ ნიშნად იქცა.

FLAMINGO-ს სამომავლო გეგმაშია დაასაქმოს მეტი ადამიანი, უფრო მეტად გაზარდოს მომსახურების ასორტიმენტი და ახალი ფილიალებით გაანებივროს ერთგული მომხარებლები, დღეს კი სილამაზის ცენტრი ფლამინგო თბილისში, ფალიაშვილის 72-ში შეგიძლიათ იპოვოთ.

სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.