ოსკაროსანი ჯოდი ფოსტერი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება, ის დრიუ პირსის ფილმში სასტუმრო არტემისი მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი მომავალში ვითარდება, სადაც მთავარ პერსონაჟს მკვლელობებთან და დანაშაულთან მოუწევს ბრძოლა.

"ჯოდი ფოსტერი ექსტრაორდინალურად მაგარია, ის უდიდესი ტალანტით გამოირჩევა, რაც ფილმისთვის ძალიან კარგია. მიხარია, რომ მან კინოში დაბრუნება ამ ფილმით გადაწყვიტა", ამბობს სტეფენ კორნველი, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი.

ორი ოსკარის მფლობელმა ჯოდი ფოსტერმა, რამდენიმე წლის წინ განცხადება გააკეთა, რომ ის, როგორც მსახიობი ეკრანზე აღარ გამოჩნდებოდა და მთელ დროს რეჟისორობას დაუთმობდა. წარმატებული აღმოჩნდა მისი ბოლო ფილმი ფინანსური მონსტრი, სადაც მთავარი როლები ჯულია რობერტსმა და ჯორჯ კლუნიმ შეასრულეს. მომავალ წელს კი ის ნეთფლიქსის სერიალ შავი სარკის ერთ-ერთი ეპიზოდის რეჟისორიც იქნება.