სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც პირბადის შეძენა უჭირთ, სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავდმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

"საუბარი იყო სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით, ვისაც უჭირს პირბადის შეძენა. სახელმწიფო ამ მიმართულებითაც ზრუნავს. მუშავდება გარკვეული გეგმა, რომ შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველი პირების დახმარება პირბადეების გადაცემის სახით. ოდენობას და დროს მთავრობა გაასაჯაროვებს. ინტენსიურად მიდის მუშაობა, რომ ადამიანებს, ვისაც უჭირთ პირბადის შეძენა, სახელმწიფო დაეხმარება" — განაცხადა ოხანშილმა.