70 წლის ზემოთ ადამიანებს პენსია 30 ლარით 1 ივლისიდან გაეზრდებათ — გახარია
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს ზემოთ ადამიანებს პენსია 30 ლარით 1 ივლისიდან გაეზრდებათ. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით შენარჩუნდა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო დასაწყისიდან.
"რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წლის ზემოთ, პირველი ივნისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი", — თქვა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაზღვევის მექანიზმის შედეგად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდისა.
"მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები — არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლის პირობებშიც, ჩვენი თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, 70 წლამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ — 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად ჩვენს პენსიონერებს შესთავაზოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა", — აცხადებს გახარია.
მისივე ინფორმაციით, წელს დამატებით 58 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანის სტატუსი, ჟამში — 1800 დასახლებულ პუნქტს.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პენსიები ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდება, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის მიხედვით გაიზრდება. ამასთან, დაწესებული იქნება ქვედა ზღვარი — 70 წლამდე მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელზე ზემოთ პენსიონერების, მინიმუმ 25 ლარით.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები