უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას ქალაქ ხმელნიცკში, კაფეში სტუმრობის გამო ჯარიმა გამოუწერეს. კაფეში სტუმრობით მან უკრაინაში მოქმედი საკარანტინო წესები დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

"საუბრის დასაწყისში ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა: "მოიხსენით ნიღბები, ასე უკეთ ისმის... როგორც ხმელნიცკის ოლქში, ისე იქნება - ჯარიმას დამიწერენ, პრინციპში, სწორიც ქნეს", — წერს გამოცემა.

პრეზიდენტმა კაფეში გადაღებული ფოტოები თვითონვე 3 ივნისს გაავრცელა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით კი 5 ივნისამდე კაფეებსა და რესტორნებში კლიენტების მომსახურება მხოლოდ ღია სივრცეში შეიძლებოდა.

ზელენსკისთან ერთად კაფეში სულ მცირე ხუთი ადამიანი იყო, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ქალაქის მერი. მათ დამცავი საშუალებები არ ეკეთათ.

"მაგარი ყავაა ხმელნიცკში! არომატული და გემრიელი! პირველი კაფეები უნდა გამოდიან კარანტინიდან, კორონავირუსული ეპიდემიის შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვდივართ", — წერდა ზელენსკი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, პოლიცია პრეზიდენტისა და მისი თანხმლები პირების მხრიდან კარანტინის წესების სავარაუდო დარღვევას შეისწავლის. მისივე თქმით, საკარანტინო ღონისძიებების დარღვევისთვის ჯარიმა 17 ათასი გრივნაა (დაახლოებით 637 დოლარი).