დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ვერ ადგენენ. ამ თემაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"დილისთვის გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის პირველწყაროც ცნობილია. დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, 5 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან, ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველ წყაროზე", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვირუსი დამარცხებული არაა და საზოგადოებამ რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელოს. გამყრელიძის თქმით 5 ახალი შემთხვევა სხვადასხვა დაწესებულებებიდანაა.

Stopcov.ge-ს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის (19:49) სულ დადასტურებულია კორონავირუსის 823 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 13. კარანტინის რეჟიმში 3 230 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 285.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: