ბრიტანეთსა და ბელგიაში რასიზმში დადანაშაულებული ისტორიული ფიგურების ძეგლები მოხსნეს
აშშ-ის შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო მსოფლიოს მრავალ კუთხეში რასიზმის წინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება, რომლის ფარგლებშიც ადამიანებმა არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში სხვადასხვა დროს რასიზმისა და კოლონიალიზმის შედეგების გადააზრება დაიწყეს.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში სწორედ ბოლო კვირებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში მონებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ისტორიული პირების ძეგლები დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს.
მაგალითად, 7 ივნისს მე-17 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი, რომელიც ქალაქ ბრისტოლში მდებარეობდა, დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს.
მსგავსი ბედი ეწია რობერტ მილიგანის ძეგლსაც: დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს საკმაოდ ცნობილი პიროვნება მე-18 საუკუნეში შაქრის პლანტაციებს ფლობდა, სადაც ასეულობით მონას იძულებით ამუშავებდა.
მილიგანის ძეგლი ლონდონში, დოკლენდის მუზეუმის წინ იყო აღმართული და დემონსტრანტებმა მისი დემონტაჟი მოითხოვეს, რასაც მუზეუმის ადმინისტრაცია დათანხმდა და ძეგლი ჩამოხსნეს.
"ჩვენი მუზეუმი აცნობიერებს, რომ ეს ძეგლი დღემდე არსებული პრობლემური სისტემის ნაწილია, რომელიც თეთრკანიანების მიერ ჩადენილი დანაშაულების არაღიარებას ემსახურება. ეს კი გულგრილობის ნიშანია იმ ადამიანების ტკივილის მიმართ, რომლებიც დღემდე ებრძვიან წარსულში მილიგანის მსგავსი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შედეგებს", — განაცხადა მუზეუმმა ძეგლის მოხსნის შემდეგ.
ბრიტანეთის მსგავსად, დემონსტრანტები ბელგიაშიც ითხოვენ, რომ იმ პირების ძეგლები მოიხსნას, რომელთაც კაცობრიობის წინაშე რასისტული ნიშნით ისტორიული დანაშაულებები მიუძღვით.
მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ფიგურა ლეოპოლდ მეორეა, რომელიც 1865 წლიდან 1909 წლამდე მართავდა ქვეყანას. როგორც The New York Times წერს, ეს ბელგიელი მონარქი დასავლური კოლონიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და საზარელი მაგალითია.
1880-იან წლებში ლეოპოლდი ცენტრალური აფრიკის მნიშვნელოვან ტერიტორიებს მართავდა (ბელგიის ტერიტორიაზე 76-ჯერ უფრო დიდს) და ყველა რესურს ძალადობრივი მეთოდებით მოიპოვებდა: მისი მმართველობის დროს სპილოს ძვლის გამო დახოცეს მრავალი სპილო, გაჩეხეს ტყეები და ა.შ. ამ მძიმე შრომის შესასრულებლად კი ადგილობრივი მოსახლეობა იძლებით იყო ჩართული, რის გამოც სხვადასხვა ვარაუდით, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ამის მიუხედავად, ბელგიაში დღემდე მრავალი ქუჩა და პარკი მისი სახელობისაა, ლეოპოლდ მეორის ძეგლს კი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით.
სწორედ ამ ყველაფრის გამო ითხოვდნენ დემონსტრანტები მისი ძეგლის ჩამოხსნას: ქალაქ ანტვერპენში 150 წლის წინ დადგმული ძეგლი აქციის მონაწილეებმა ჯერ გადაღებეს, შემდეგ კი პეტიციით მისი დემონტაჟი მოითხოვეს.
ადგილობრივმა მთავრობამ მართლაც ჩამოხსნა ძეგლი, თუმცა ქალაქ ანტვერპენის მერის წარმომადგენლის განცხადებით, ეს პროტესტის გამო არ გაუკეთებიათ: მათი თქმით, დაზიანებული ძეგლი საზოგადოებისთვის საშიში იყო და საჯარო სივრციდან ამის გამო აიღეს.
"ძეგლების ჩამოხსნა თავისი სიმბოლური მნიშვნელობით დიდ დატვირთვას ატარებს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ძეგლები დღეს არა მხოლოდ საჯარო სივრცეებშია აღმართული, არამედ ადამიანების გონებაშიც და სწორედ ეს უნდა შეიცვალოს", — აცხადებს ბელგიაში ანტირასისტული მოძრაობის წარმომადგენელი სამბი ნზება.
2019 წლის აპრილში ბელგიამ ბოდიში მოუხადა ბურუნდის, კონგოსა და რუანდას სახელმწიფოებს კოლონიალური მმართველობის დროს ათასობით ბავშვის მოტაცების, სეგრეგაციის, დეპორტაციისა და იძულებით შვილად აყვანის გამო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბელგიამ საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს 80-წლიანი კოლონიალური მმართველობის დროს მიაყენა.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები