გადაცემა არჩევანში გამართულ დებატებში ქართული ოცნების ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას უთხრა, რომ ის ცრუობდა, რადგან სინამდვილეში მთავრობა ონლაინ სესხების გაუქმებას არ აპირებს:

"ჩვენ ონლაინ სესხებს არ ვაუქმებთ, ჩვენ მას ვარეგულირებთ, რათა მაღალი რისკების შეუფასებლად არ გასცენ მოქალაქეებზე სესხები და მერე ამ ადამიანებმა, აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, გაბაიძემ აიღო 1 000 ლარი და 4 თვეში 14 000 ლარი აქვს გადასახდელი, შევიდა შავ სიაში და მერე წავიდა სასამართლო პროცესი, მერე ჩავარდა დეპრესიაში და განადგურდა ოჯახი. საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ეს სფერო დარეგულირდეს, რა ანდეკდოტებსაც არ უნდა გვიყვებოდეთ თქვენ აქ. ჩვენ არ ვაპირებთ გაუქმებას, ჩვენ ვაპირებთ დარეგულირებას".

დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება:

"ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა. რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალოვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება."

ნახეთ მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებული ყველა ძირითადი ინიციატივა.