სამთვიანი პაუზის შემდეგ, 26 ივნისს, 23 საათზე ჩემი ცოლის დაქალები ეთერში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

ბოლო სეზონის დასრულების შემდეგ, შოუს შემქნელებმა სპეციალური სეზონიც გადაიღეს: "ჩემი ცოლის დაქალები — კარანტინში".

ქართული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის პროდუქტია და რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადიოდა. სერიალი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2019 წლის ოქტომბრიდან გადის.