დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზღვაზე და აუზებზე საერთო მოხმარების შეზლონგები უნდა დამუშავდეს სველი წესით. მისი თქმით, მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი გადასაფარებლები.

"საფრთხილოა, თვითონ ზედაპირი. მათ შორის, შეზლონგები პლასტმასის არის და თუ კოვიდინფიცირებულმა იხმარა, შეიძლება გარკვეული ხანი დარჩეს. ძირითადად არის, რომ შეზლონგები უნდა დამუშავდეს გამოყენების შემდეგ, კარგად, სველი ტილოთი", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისს ამოქმედდება, საერთაშორიო ვიზიტორების მისაღებად კი ქვეყანა პირველი ივლისიდან იქნება მზად. NCDC-ის ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ წყლით გადაცემა არ ხდება, ამიტომ ზღვა და აუზი საშიში არ არის.