კომპანია აჭარაბეთმა და Startup Grind-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტენქნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისად, თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

მათ შორისაა, პირველი ერთობლივი პროექტი - ტექ ფესტივალი, თემაზე "ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან", რომელიც 18-21 ივნისს გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი atech:restart. Covid 19-მა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქცევებზე, დღეს მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა, ამიტომ Atech:restart-ის მთავარი თემაც ახალ რეალობასთან ადაპტირება გახლავთ.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კონკურსი, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამოცანა, რომელსაც მონაწილის პროექტმა უნდა გასცეს პასუხი, შემდეგია: "როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?".

გუნდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. გუნდში შეიძლება იყოს 1-4 წევრამდე (ასაკობრივი შეზღუდვით +18). ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მილიონ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. თბილისის წარმომადგენლობა 3 წელზე მეტია მოქმედებს. მისი ორგანიზებით მუდმივად იმართება სტარტაპ ღონისძიებები, რომლების სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას, განათლებას და საქმიანი კავშირების დამყარებას ემსახურება. გასულ წელს კი რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ კონფერენცია გამართეს.

კომპანია‌ ‌აჭარაბეთის ‌შესახებ:‌ ‌20‌ ‌‌წელია‌ ‌adjarabet.com‌ ‌საქართველოში‌ ‌‌ონლაინ‌ ‌‌გართობის‌ ‌‌ადგილია‌,‌ ‌‌რომლის‌ ‌‌მიზანია‌ ‌‌დანერგოს‌ ‌ინოვაციური‌ ‌ პროდუქტები‌ ‌და‌ ‌მუდმივად‌ ‌სიახლეები‌ ‌შესთავაზოს‌ ‌მომხმარებელს.‌ ‌კომპანიაში‌ ‌800-ზე‌ ‌მეტი‌ ‌ადამიანია‌ ‌ დასაქმებული‌ ‌და‌ ‌სარგებლობს‌ ‌იმ‌ ‌მნიშვნელოვანი‌ ‌ბენეფიტებით.‌ ‌აღნიშნულ‌ ‌სფეროში,‌ ‌საქართველო‌ ‌როგორც‌ ‌ ქვეყანა‌ ‌საერთაშორისო‌ ‌სივრცეს‌ ‌სწორედ‌ ‌აჭარაბეთის‌ ‌მეშვეობით‌ ‌შეუერთდა,‌ ‌შემდგომ‌ ‌კი‌ ‌‌კომპანიამ‌ ‌ პროდუქტები‌ ‌‌და‌ ‌‌სერვისები‌ ‌‌საქართველოდან‌ ‌საერთაშორისო‌ ‌‌ბაზარზე‌ ‌‌გაიტანა‌.‌ ‌დღეისათვის‌ adjarabet.am – ‌მეზობელი‌ ‌‌ქვეყნის‌ ‌‌ონლაინ‌ ‌‌გართობის‌ ‌‌სფეროში‌ ‌‌ერთ‌-‌ერთი‌ ‌‌ლიდერია‌.‌ ‌უკვე‌ ‌ წელიწადზე‌ ‌მეტია‌ ‌რაც‌ ‌‌ ‌adjarabet.com‌ ‌‌მსოფლიოს‌ ‌‌წამყვანი‌ ‌‌ონლაინ‌ ‌‌თამაშების‌ ‌‌კომპანია‌ ‌Flutter‌ ‌Group‌-ის‌ ‌ოჯახის‌ ‌ წევრი‌ ‌გახდა,‌ ‌რომელიც‌‌ ‌‌ლონდონის‌‌ ‌‌საფონდო‌‌ ‌‌ბირჟის‌‌ ‌FTSE‌ ‌100‌ ‌‌ინდექსში‌‌ ‌‌შედის.‌