დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტს, რომელსაც ტემპერატურასთან ერთად სახვა სიმპტომებიც აღმოაჩნდა, გამოცდას იზოლირებულ ოთახში დაწერს.

"გამოცდაზე თერმოსკრინინგი აუციელებლი პროცედურა იქნება და თუ მას აღენიშნება ტემპერატურა და აქვს წინასწარ გაკეთებული COVID-ზე პასუხი და ის უარყოფითია, მაშინ არის შესაბამისი პროტოკოლი — ანუ ის დაიშვება გამოცდაზე. მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც არის, დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში და შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირიცხოს ყველა მოულოდნელობა", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ხველა, ტემპერატურა ან სუნთქვის გაგრძელება, თუ დადასტურებული არაა კოვიდ ინფექცია, აბიტურიენტის დაშვების ბარიერი არ გახდეს.

ამავე თემაზე: