ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გააგრილებენ. ის გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები და ჩაირთვება გაგრილების სისტემა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების უსაფრთხოების წესები განათლების სამინისტრომ შეიმუშავა. საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება;
  • საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება;
  • სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.