პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის კლებას პროგნოზირებენ. მისივე თქმით, ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი 8,5 პროცენტია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ახალ ბიუჯეტს განიხილავენ.

"ის პარამეტრები, რომლებიც დღეს აქ იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან. ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას -4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1,8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით, საპროგნოზო იქნება 8,5 პროცენტი", — განაცხადა მან.

გახარიას თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაზე სამუშაოდ შექმნილია რამდენიმე ჯგუფი ლონდონში, ნიუ-იორკსა და საქართველოში, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორები და პელოიდის ოფისის წარმომადგენლები.