ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ალექსანდრე ივანოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც On.ge-ს პროკურატურაში განუცხადეს ივანოვს ბრალი კიდევ ერთი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, თავდაპირველად ივანოვი ორი მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციელზე თავდასხმისა და იარაღის გამოყენებით ხულიგნობის მუხლით იყო დაკავებული.

5 ივნისს ივანოვი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იყო და იარაღიდან უმისამართოდ ისროდა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ პოლიციელების მოწოდების მიუხედავად ის იარაღიდან მაინც ისროდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა.