მხარს ვუჭერთ ტყის გადაცემას სასოფლო საკუთრებაში, შეიძლება გადაეცეს ეკლესიასაც — უსუფაშვილი
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი, რომელიც ამჟამად მამუკა ხაზარაძის მოძრაობაშია გაერთიანებული, ეკლესიისთვის ტყეების გადაცემის საკითხზე მოძრაობის ლიდერის განცხადებას ეხმაურება.
უსუფაშვილი ამბობს, რომ ლელო პირველ რიგში მხარს უჭერს ახლომდებარე ტყის მასივების მოვლისთვის გადაცემას სასოფლო და მუნიციპალურ საკუთრებაში, თუმცა, ისტორიულ შემოგარენში მდებარე ტყე შეიძლება გადაეცეს ეკლესია-მონასტრებსაც.
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი განმარტებით, "საეკლესიო ტყეების" საკითხს ლელოში მინიმუმ სამ პრიზმაში განიხილავენ. უსუფაშვილი აკეთებს შემდეგ ჩამონათვალს:
- ტყე. სახელმწიფოს ხელში ტყე ჩვენს თვალწინ ნადგურდება. ვთვლით, რომ ტყის საუკეთესო მეპატრონეა ტყის კონკრეტულ მასივთან უშუალოდ დაკავშირებული მოსახლეობა, რომელსაც აქვს ტყის უპირატესი მოსარგებლის ბუნებრივი უფლება და რომელმაც თვითმმართველობისა და სახელმწიფო რეგულაციების საფუძველზე უნდა უპატრონოს კიდეც მას. ჩვენ, პირველ რიგში, მხარს ვუჭერთ ტყის შესაბამისი მასივების გადაცემას მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში. მიგვაჩნია, რომ ეკლესია-მონასტრებს, ამავე პრინციპების საფუძველზე, შეიძლება გადაეცეს მათ ისტორიულ შემოგარენში არსებული ტყის ნაკვეთები;
- არჩევნები და ეკლესია. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, "საეკლესიო ტყეების" საკითხის წამოწევით სახელმწიფოს სათავეში მყოფი მორიგი ხელისუფლება მორიგ ჯერზე ცდილობს წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაითრიოს საეკლესიო წრეები. ამისათვის ნაცად ხერხს მიმართეს და სწორედ წინასაარჩევნო თვეებში გააჩაღეს დისკუსია გადასაცემი ტყის ფართობებზე, პირობებეზე, ვადებზე და სხვა. ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ემსახურება ვიწროპარტიულ და კერძო ინტერესებს და არა ტყის, ეკლესიის და ქვეყნის ინტერესებს;
- საეკლესიო ქონება. ეკლესია, როგორც სამოქალაქო ურთიერთობების სუბიექტი, ექვემდებარება ქვეყნის საერო კანონმდებლობას ქონებრივ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში, მათ შორის, სახელმწიფოსგან მიღებული ქონების და დაფინანსების მიზნობრიობის მიმართულებით. თითქოს ეკლესიის საუკეთესო ინტერესებში უნდა იყოს ამ საკითხებში სამაგალითო გამჭვირვალობა, მაგრამ დღეს ეს არ ხდება არც ეკლესიის კეთილი ნებით და არც სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოსილების განხორციელებით.
ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 6 ივნისს TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარედ ტყეების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია. ის დარწმუნებულია, რომ ეკლესია მას კარგად მიხედავს.
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.
ტყის კოდექსის ამ ჩანაწერს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს. ისინი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.
TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. მათივე შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით ცვლილებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და მათივე განცხადებით, იგი სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.
EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები