ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის საჭირო მხარდამჭერ დელეგატთა რაოდენობა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბაიდენი დემოკრატების კანდიდატად აპრილის შემდეგ ითვლებოდა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატურა ოფიციალურად დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე უნდა დადასტურდეს. CNN-ის ინფორმაციით, ამჟამად ბაიდენს 1 992 დელეგატი ჰყავს.

"მე ვამაყობ და ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ არჩევნებზე გაერთიანებულ პარტიად წარვსდგეთ. მე ვაპირებ დღეიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ყველა დღე დავხარჯო და ვიბრძოლო ამ შესანიშნავი ქვეყნის, ამერიკელთა ხმების მოსაპოვებლად", — თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა შვიდ შტატში — ინდიანა, მერილენდი, მონტანა, ახალი მექსიკა, პენსილვანია, როდ-აილენდი და სამხრეთი დაკოტა, ვაშინგტონი — წინა სამშაბათს ჩატარებულ პრაიმერში ხმების დიდი რაოდენობა მოაგროვა. მედია ვარაუდობს, რომ მომავალ სამშაბათს ის ჯორჯიისა და დასავლეთ ვირჯინიის პირველად არჩევნებში უფრო მეტ ხმას დააგროვებს.